აგარაკ-წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ, ჟურნალისტებთან, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზის მიერ, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ზიარების შესახებ ისაუბრა.
„ქრისტიანულად კარგია, რომ შევიდეს მღვდელმთავარი, მშვიდად ესაუბროს, აზიაროს. კიდევ ერთხელ აუხსნას რა არის მარხვა, სინანული, შეწყალება და შერიგება. მე პირადად, არ ვიცი, რა სიტუაციაა, მეუფე ნიკოლოზს უნდა ვკითხოთ, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სინანული, აქვს თუ არა ნამდვილად ფერისცვალება. ჩვენ ვიხსენებთ მიქაელს, როგორც საპყრობილეში მყოფ ადამიანს, კვეთაში, ბარძიმში ვლოცულობთ. საერთოდ, უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, რომ იყოს შერიგება, პატიება, იყოს სიტყვა შემიწყალე, მაპატიე“, - განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ.