logo_geo
eng_logo
გოგი მეშველიანმა დავით კაჭარავასთან და ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად ბოლნისში რაგბის განვითარების საკითხი განიხილა
- +

13 ნოემბერი. 2021. 18:18

 

 

 

 

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ბოლნისის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრს და რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავას შეხვდა. 

 

შეხვედრაზე განიხილეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში რაგბის განვითარებისა და ხელშეწყობის საკითხები.

 

 

მაჟორიტარის თქმით, წლებია მუშაობენ იმისათვის, რომ ბოლნისში შეიქმნას  სარაგბო ბაზა  და განხორციელდეს კომპლექსური სამშენებლო პროექტი.

 

გოგი მეშველიანმა,  მუნიციპალიტეტის მერთან  დავით შერაზადიშვილთან და საკრებულოს   სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის  საკითხთა კომისის თავმჯდომარე დავით ჯაფარიძესთან ერთად დეტალური ინფორმაცია მივაწოდა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეს.

 

„ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ სარაგბო ინფრასტრუქტურის  მოწყობისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner