logo_geo
eng_logo
30 ივლისს ქართული მუსიკალური ანსამბლებისა და ჯგუფების მონაწილეობით კონცერტები გაიმართება დუშეთში, თიანეთსა და მესტიაში
- +

30 ივლისი. 2016. 10:18



საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia" გრძელდება. 30 ივლისს ქართული მუსიკალური ანსამბლებისა და ჯგუფების მონაწილეობით კონცერტები გაიმართება დუშეთში, თიანეთსა და მესტიაში. 


დუშეთში, სოფელ ჩარგალში, 13:00 საათზე,  ვაჟა-ფშაველას მუზეუმის ტერიტორიაზე კონცერტს გამართავს 2 ანსამბლი - „გორდელა" და  „ჩვენებურები". კონცერტის პარალელურად, სახალხო დღესასწაულის - „ვაჟაობას" ფარგლებში, ადგილზე მთელი დღის მანძილზე ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები.


ამავე დღეს, 30 ივლისს, თიანეთში, 19:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში მოეწყობა კონცერტები ანსამბლ „ორერას", ჯგუფ „ფლეშის" და დავით ილურიძის ბენდის (სოლისტები მაკა გამყრელიძე და ხათუნა ჯალაღონია) მონაწილეობით.


მესტიაში, 19:00 საათზე, სეტის მოედანზე  მსმენელს საშუალება ექნება, დაესწროს ჯგუფ „ბანის" და დათო ევგენიძის ბენდის კონცერტს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner