logo_geo
eng_logo
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ავტომანქანები გადაეცა
- +

30 ივლისი. 2016. 10:21




შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, პოლიციის დეპარტამენტების ავტოპარკი მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდება.


შს მინისტრის  პირველმა მოადგილემ შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს „შკოდას" მარკის 6 ახალი ავტომანქანა პირადად გადასცა. ბესიკ ამირანაშვილის  თქმით, დეპარტამენტის ავტოპარკის განახლების გადაწყვეტილება სამინისტრომ რეგიონებში სამართალდამცველების სამსახურებრივი შესაძლებლობების განვითარების მიზნით მიიღო.


ახალი ავტომანქანები აჭარის რეგიონში პოლიციელების  ოპერატიულ მუშაობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვას შეუწყობს ხელს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner