logo_geo
eng_logo
საგარეო საქმეთა სამინისტრო ლევან იზორიას საპატიო ლეგიონის ეროვნული ორდენის რაინდის წოდების მინიჭებას ულოცავს
- +

13 ნოემბერი. 2021. 19:51

 

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლევან იზორიას, საპატიო ლეგიონის ეროვნული ორდენის რაინდის წოდების მინიჭებას ულოცავს.

 

„ვულოცავთ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ლევან იზორიას, საპატიო ლეგიონის ეროვნული ორდენის რაინდის წოდების მინიჭებას და ვუსურვებთ წარმატებებს სამომავლო საქმიანობაში!“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.

 

ინფორმაციისთვის, ქართველმა დიპლომატმა ჯილდო საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2020 წლის 20 ნოემბრის დეკრეტის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.

 

აღსანიშნავია, რომ ლევან იზორია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის პოზიციას 2020 წლიდან იკავებს, მანამდე კი ის მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2016-2019 წლებში, იზორია საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოზიციას იკავებდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner