logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა, ეს არის ფაქტი!
- +

13 ნოემბერი. 2021. 20:11

 

 

 

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი ცესკოში გამართულ არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელ სხდომას ეხმაურება.

 

მისი თქმით, ცესკომ მორიგი წარმატებული არჩევნები ჩაატარა, სადაც დაცული იყო მთავარი, ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატვის უფლება:

 

„დღეს არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა, ეს არის ფაქტი, რომელსაც როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები და დასკვნები ადასტურებს!

 

ცესკოს შემაჯამებელი სხდომის დაწყების წინ და მიმდინარეობის დროს საინტერესო პროცესები ვითარდებოდა, სხდომა აქციის ფონზე დაიწყო, რომელსაც პოლიტიკურად მოტივირებული არასამთავრობო ორგანიზაციების და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მართავდნენ. რაც შეეხება უშუალოდ ცესკოს სხდომას, საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი 11 საჩივარი იხილა, ისინი 9 ოლქში შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალ არჩევნებს ითხოვდნენ, 11 საჩივრიდან 4 საჩივარს არ ახლდა მტკიცებულებები, სხვა საჩივრებს კი არანაირი სამართლებრივი საფუძვლები არ ჰქონდა. ეს იყო საჩივრები საჩივრისთვის, რომელიც ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას ემსახურებოდა.

 

რა თქმა უნდა, საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რადგან დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. სხდომის ბოლო ნაწილი, ჩემთვის როგორც ერთი რიგითი ამომრჩევლისთვის, სამარცხვინო იყო, რადგან კომისია ოპოზიციის მიერ დანიშნულმა რამდენიმე წევრმა დატოვა (სიორიძე-ლელო, კირთაძე - „ნაციონალური მოძრაობა“, ჯინჯოლავა - „ევროპული საქართველო“, კობახიძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“). სამარცხვინო იყო მათი საქციელი, რადგან ამ ადამიანებს განსხვავებული აზრის არათუ მიღება, მოსმენაც კი არ შეუძლიათ, ისინი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ და არა კომისიის საერთო ინტერესების გათვალისწინებით.

 

განსაკუთრებით ამაზრზენია სიორიძის საქციელი, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა და მას მეტი სერიოზულობა მართებს. 2021 წლის არჩევნები მალე ისტორიის კუთვნილება გახდება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ცესკომ მორიგი წარმატებული არჩევნები ჩაატარა, სადაც დაცული იყო მთავარი, ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატვის უფლება“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner