logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: კობახიძის განცხადება ერთმნიშვნელოვნად სწორია და ეს შეგვიძლია გავიგოთ, როგორც განწყობის დეკლარირება
- +

13 ნოემბერი. 2021. 21:41

 

 

„კობახიძის განცხადება ერთმნიშვნელოვნად სწორია, ეს შეგვიძლია გავიგოთ, როგორც განწყობის დეკლარირება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ირაკლი კობახიძის განცხადება ერთმნიშვნელოვნად სწორია. თუ გავითვალისწინებთ კონტექსტს, როგორ არის იქ განვითარებული მსჯელობა. ძნელი მისახვედრი არ არის რა პრობლემა, რომელსაც ბადებს მსგავსი მიდგომები. პრიორიტეტი უნდა იყოს ქართული სახელმწიფოებრიობისა და საბაზისო ინსტიტუციური დემოკრატიის პატივისცემა და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა. ეს არის ქცევის სტანდარტი და კრიტერიუმი შეფასებისთვის. ეს შეგვიძლია გავიგოთ, როგორც განწყობის დეკლარირება. ეს შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერს, დღეს მაგალითად ქალბატონი ფოტიგას ჩამოსვლა და მისი განცხადებები, რომელმაც გამოიწვია გარკვეული დისონანსი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner