logo_geo
eng_logo
დევი ტაბიძე: თუ აქციები პერმანენტული იქნება, ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან იქ მყოფ ადამიანთა უმრავლესობა აცრილი არ არის
- +

13 ნოემბერი. 2021. 23:42

 

 

“თუკი ეს აქციები პერმანენტული იქნება, ჩვენ არ ვართ დაზღვეული, რომ შემთხვევებმა კიდევ უფრო მოიმატოს. რადგან იქ მყოფი ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა არის ის, ვინც აცრილი არ არის”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, დევი ტაბიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

 

“აქციებზე ეპიდემიოლოგიური დაცვის არანაირი მექანიზმი არ არის ჩართული და არც აქამდე იყო. ამ ყველაფერმა კი ინფიცირებულების რაოდენობის გაზრდა გამოიწვია. თუკი ეს აქციები პერმანენტული იქნება, ჩვენ არ ვართ დაზღვეული, რომ შემთხვევებმა კიდევ უფრო მოიმატოს, რადგან იქ მყოფი ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა არის ის, ვინც აცრილი არ არის”, – აღნიშნა დევი ტაბიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner