logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ნაციონალებს მხოლოდ მათი მცირე მხარდამჭერები და ის უცხოელები დარჩათ, რომლებიც თავის ქვეყანაში აღარაფერს წარმოადგენენ
- +

14 ნოემბერი. 2021. 00:03

 

 

,,არ მოსწონს გვარამიას მიშა ციხეში, არ მოსწონთ სამართლის აღსრულების საფრთხე, არ მოსწონს ხელისუფლების პრინციპული პოზიცია, განსაკუთრებით კი ხელიდან შემოვლითი ნაც-მხარდამჭერების რაოდენობა,’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ნიკა გვარამიას შეფასებას.

 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ნაციონალებს მხოლოდ მათი მცირე მხარდამჭერები და ის უცხოელები დარჩათ, რომლებიც თავის ქვეყანაში აღარაფერს წარმოადგენენ.

 

,,არ მოსწონს გვარამიას მიშა ციხეში, არ მოსწონთ სამართლის აღსრულების საფრთხე, არ მოსწონს ხელისუფლების პრინციპული პოზიცია, განსაკუთრებით კი, ხელიდან შემოვლითი ნაც-მხარდამჭერების რაოდენობა. ერთადერთ იმედად ჩამოწერილი უცხოელები დარჩათ, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში უკვე არაფერს არ წარმოადგენენ და საქართველოში კი მათი ავტორიტეტი ნულის ტოლია. კიდევ ერთი "იარაღი" რაც გვარამიას ხელში დარჩა პირადი შეურაცხყოფა, გინება და იაფფასიანი ქილიკია-რომელსაც განსაკუთრებით მათ წინააღმდეგ იყენებს, ვინც მოსახლეობაში რეალურად ჩვენი სუვერენიტეტის დამცველად აღიქმება! ისე სანამ ვინმეს სერგო ორჯონიკიძეს შეადარებენ კარგად გაიხსენოს, ვინ მიართვა ქართული ბიჭები რუსეთს ხონჩით,  მისმა ბელადმა ხომ არა?!’’ - წერს ნიკოლეიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner