„გვარამია ისეთი გადაფსიხებულია კობახიძეზე, მარტო ამიტომ არის ეგ ბიჭი დასაფასებელი, ე.ი სწორ გზაზე დგას და სწორად იცავს და წარმოადგენს ჩემს ქვეყანას, ჩემს - საქართველოს“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ირაკლი ლატარია ნიკა გვარამიას განცხადებას ირაკლი კობახიძის წერილზე.
„ეს მაია ორჯონიკიძის დაქალი გვარამია, ირაკლი კობახიძეს რა ნამუსით ადარებს სერგოს? ეს კაცუნა ესა, ეს რუსების მონა ნატალია ჩხეიძის ხელის ბიჭი ეს, ნინო ბურჯანაძის პიარი და თემურა ალასანიას შნირი, კობახიძეს რატომ ეხება? იმიტომ ხომ არა, რომ სწორედ ირაკლი იცავს სამართალს, სიმართლეს და რაც მთავარია -ქართულ, ნამდვილ ინტერესებს? გვარამია ისეთი გადაფსიხებულია კობახიძეზე, მარტო ამიტომ არის ეგ ბიჭი დასაფასებელი, ე.ი სწორ გზაზე დგას და სწორად იცავს და წარმოადგენს ჩემს ქვეყანას, ჩემს - საქართველოს. გვარამია, მიდი, მიდი გაგიჟდი, რაც უფრო მეტს დაწერ, მით უფრო მიხვდება საზოგადოება - ვინ ხართ თქვენ!!!“ - წერს Facebook-ზე ლატარია.