logo_geo
eng_logo
მცხეთაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დიმიტრი ხუნდაძე დასახელდა, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში - ზაქარია ქუცნაშვილი
- +

30 ივლისი. 2016. 10:35



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდადატები წარადგინა.


მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე იქნება, ხოლო დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.


„მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატად „ქართული ოცნება" წარმოგიდგენთ დიმიტრი ხუნდაძეს. ბატონი დიმიტრი გახლავთ პარლამენტარი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი აქტიური წევრი და გამორჩეული დეპუტატი. იგი გახლავთ არაერთი  საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი. მცხეთელები კარგად იცნობთ მას, დარწმუნებული ვარ, რომ მას თქვენი მხარდაჭერა ექნება და თქვენ ღირსეული წარმომადგენელი გეყოლებათ საქართველოს პარლამენტში. მინდა გითხრათ, რომ გაერთიანდა დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქები და გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარად ჩვენ ვასახელებთ გამოცდილ პარლამენტარს, მთის კანონის თანაავტორს, ბატონ ზაქარია ქუცნაშვილს. არც მას სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. ზაქრო ამ კუთხის შვილია, მთიანეთის ნამდვილი პატრიოტია და, დარწმუნებული ვარ, არ მოგაკლებთ ყურადღებას", - აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერის თქმით, ვინაიდან სამი რაიონი - ყაზბეგის, სტეფანწმინდისა და დუშეთი გაერთიანდა, რაიონებს ეყოლებათ წარმომადგენლობა უკვე პროპორციულ საპარლამენტო სიაში, რათა მოსახლეობის ხმა სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner