logo_geo
eng_logo
გიორგი ხანიშვილი IFAD-ის საქართველოს პროგრამების ახალ დირექტორს ფიდი რაჯაონსონს შეხვდა
- +

14 ნოემბერი. 2021. 10:26

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეირნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდის (IFAD) საქართველოს პროგრამების ახალ დირექტორს,  ფიდი რაჯაონსონს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამის „მერძევეობის მოდერნიზაცია და ბაზრებზე წვდომა“ (DIMMA) მიმდინარეობა შეაფასეს  და თანამშრომლობის  სამომავლო გეგმები განიხილეს.

 

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში  ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობა განვითარდეს. მერძევეობის მოდერნიზაციისა და ბაზრებზე წვდომის (DIMMA) პროგრამაც სწორედ ამას უწყობს ხელს. პროგრამა, მერძევეობის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვს, ფაქტობრივად, სრულად ფარავს. თითოეული ასეთი პროგრამის წარმატება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

 

როგორც შეხვედრაზე IFAD-ის საქართველოს პროგრამების დირექტორმა,  ფიდი რაჯაონსონმა აღნიშნა, პროგრამის მიმდინარეობის ამჟამინდელ ეტაპს ფონდი დადებითად აფასებს. 

 

„საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითრების სახელმწიფო პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია IFAD-ის პრიორიტეტებთან. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ საქართველოს  მხარი დავუჭიროთ დარგის სამომავლო განვითარებაში და არსებული ამოცანების შესრულებაში. DIMMA-ს პროექტის წარმატებით განხორციელება იქნება წინაპირობა IFAD-ის მხრიდან კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნა ფიდი რაჯაონსონმა. 

 

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ დაფინანსებული „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის”  (DIMMA) პროგრამა საქართველოში 2020 წლიდან ხორციელდება. პროგრამის მიზანია საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სიღარიბის შემცირება და ეკონომიკური განვითარება  მოქნილი და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების და მერძევეობის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების გზით. პროგრამა ითვალისწინებს მერძევეობის სექტორში დასაქმებული ფერმერების გრანტებით უზრუნველყოფას, სადემონსტრაციო ფერმების მოწყობას, სწავლებებს სხვადასხვა მიმართულებით, საძოვრების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს და ა.შ.  აღსანიშნავია, რომ  პროგრამა ასევე ფინანსდება საერთაშორისო ორგანიზაციის  ,,ადაპტაციის ფონდი“ (Adaptation Fund) გრანტით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner