logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სამართლის უზენაესობა ის ფუნდამენტია, რომელზეც წარმატებული სახელმწიფოები შენდება
- +

14 ნოემბერი. 2021. 10:43

 

 

„ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული განცხადება სრულად ასახავს საზოგადოების უმრავლესობაში არსებულ სულისკვეთებას. ასეთ განცხადებებს სუვერენული სახელმწიფოს ლიდერები აქვეყნებენ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას.

 

გვიდიანის შეფასებით, სამართლის უზენაესობა, წარმატებული სახელმწიფოს ფუნდამენტია.

 

როგორც გვიდიანი წერს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სრულად იზიარებს და მხარს უჭერს ყოფილი რეჟიმის ხელმძღვანელების მიმართ სამართლის ზედმიწევნით აღსრულებას.

 

„ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული განცხადება სრულად ასახავს საზოგადოების უმრავლესობაში არსებულ სულისკვეთებას. ასეთ განცხადებებს სუვერენული სახელმწიფოს ლიდერები აქვეყნებენ. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სამართლის უზენაესობა ის ფუნდამენტია, რომელზეც შემდგომში წარმატებული სახელმწიფოები შენდება. ყველამ სიღრმისეულად უნდა გაიაზროს, რომ ისეთი სახელმწიფო დამნაშავის მიმართ როგორიც სააკაშვილია, ქართულ საზოგადოებაში მკაფიო დამოკიდებულება არსებობს. შესაბამისად, საზოგადოების უმრავლესობა სრულად იზიარებს და მხარს უჭერს ყოფილი რეჟიმის ხელმძღვანელების მიმართ სამართლის ზედმიწევნით აღსრულებას.

 

რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ დაქირავებული ზოგიერთი ლობისტი, საქართველოში დამნაშავე რეჟიმის მიმართ საზოგადოებრივი ლოიალობის მოპოვებას ვერ შეძლებს. აღიარებული კრიმინალის გასამართლება სწორედ იმ ღირებულებებს წარმოადგენს, რაზედაც ჩვენი პარტნიორი ევროპა დგას. ამას ადასტურებს პარტნიორების მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებების სტილი და დამოკიდებულება. ბუნებრივია, სააკაშვილის მსგავსი კრიმინალის მიმართ სამართლის აღსრულება საქართველოს ევროპული გზას არათუ გააფუჭებს, არამედ ხელს შეუწყობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც და ლობისტებმაც კარგად უნდა გაიაზრონ, რომ კომიკური კლოუნის სამართლის წინაშე წარდგენით მანიპულირება, ვერცერთ შემთხვევაში ვერ გახდება ქვეყნის საგარეო კურსის მიმართ ჩრდილის მიყენების საფუძველი“, - წერს გვიდიანი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner