„ეკვადორში, ქალაქ გუაიაკილში არსებულ ციხეში, ბუნტის დროს, სულ მცირე, 68 პატიმარი მოკლეს“, - ამის შესახებ BBC წერს.
ციხეში არეულობა პარასკევს, საღამოს დაიწყო. პოლიცია ამბობს, რომ შენობებში შესვლის შემდეგ, იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს.
შემთხვევის დროს 25 ადამიანი დაშავდა. ციხის გარე პერიმეტრზე ჯავშანტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო.
მხოლოდ მიმდინარე წელს, ეკვადორის ციხეებში 300-მდე პატიმარია გარდაცვლილი.