logo_geo
eng_logo
ეკვადორში, ციხის ბუნტისას, 70-მდე პატიმარი მოკლეს
- +

14 ნოემბერი. 2021. 10:50

 

 

„ეკვადორში, ქალაქ გუაიაკილში არსებულ ციხეში, ბუნტის დროს, სულ მცირე, 68 პატიმარი მოკლეს“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

ციხეში არეულობა პარასკევს, საღამოს დაიწყო. პოლიცია ამბობს, რომ შენობებში შესვლის შემდეგ, იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს.

 

შემთხვევის დროს 25 ადამიანი დაშავდა. ციხის გარე პერიმეტრზე ჯავშანტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო.

 

მხოლოდ მიმდინარე წელს, ეკვადორის ციხეებში 300-მდე პატიმარია გარდაცვლილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner