„პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე (სოფელი Wolka Terechowska) მიგრანტი კაცის ცხედარი იპოვეს“, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
პოლონეთის პოლიციის ცნობით, გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი სირიელია. ცხედარი ტყეში ნახეს. „ცხედრის აღმოჩენის ადგილზე ჩატარებული სამუშაო არ იძლეოდა სიკვდილის მიზეზის ცალსახად დადგენის საშუალებას“, - აცხადებენ პოლიციაში.
მედიის ცნობით, ამ დროისთვის, ორი ქვეყნის საზღავრთან 4 ათასამდე მიგრანტია დაბანაკებული.
პოლონელი მესაზღვრეების ინფორმაციით, ბელარუსული მხარე მიგრანტებს საზღვარზე ღობის გარღვევაში ეხმარება
მიმდინარე წლის მხოლოდ ერთ თვეში (აგვისტოში), პოლონეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის, 8-ჯერ მეტი ადამიანი დააკავეს, ვიდრე მთელი 2020 წლის განმავლობაში.