logo_geo
eng_logo
პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე მიგრანტის ცხედარი იპოვეს
- +

14 ნოემბერი. 2021. 12:02

 

 

„პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე (სოფელი Wolka Terechowska) მიგრანტი კაცის ცხედარი იპოვეს“, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

 

პოლონეთის პოლიციის ცნობით, გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი სირიელია. ცხედარი ტყეში ნახეს. „ცხედრის აღმოჩენის ადგილზე ჩატარებული სამუშაო არ იძლეოდა სიკვდილის მიზეზის ცალსახად დადგენის საშუალებას“, - აცხადებენ პოლიციაში.

 

მედიის ცნობით, ამ დროისთვის, ორი ქვეყნის საზღავრთან 4 ათასამდე მიგრანტია დაბანაკებული.

 

​პოლონელი მესაზღვრეების ინფორმაციით, ბელარუსული მხარე მიგრანტებს საზღვარზე ღობის გარღვევაში ეხმარება

 

მიმდინარე წლის მხოლოდ ერთ თვეში (აგვისტოში), პოლონეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის, 8-ჯერ მეტი ადამიანი დააკავეს, ვიდრე მთელი 2020 წლის განმავლობაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner