ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე წერს და აღნიშნავს, რომ არავის გაუკვირდება, თუ ბრალდებული პატიმარი უვადო პატიმრობაზეც გავა.
მისი თქმით, დღეს ძალიან ბევრი საუბრობს სააკაშვილის 6 წლიან სასჯელზე, მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ მასზე ჯერ კიდევ მიდის ორი სისხლის სამართლის საქმის განხილვა. აქედან ერთ-ერთ მათგანზე მას შესაძლოა 10 წლიანი პატიმრობა შეეფარდოს.
„დღეს ძალიან ბევრი საუბრობს სააკაშვილის 6 წლიან სასჯელზე. მათ შორის პოლიტიკოსებიც. მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ მასზე ჯერ კიდევ მიდის ორი სისხლის სამართლის საქმის განხილვა. აქედან ერთ-ერთ მათგანზე მას შესაძლოა 10 წლიანი პატიმრობა შეეფარდოს. მართალია მოქმედი, უაღრესად ჰუმანური კანონებით შეკრებითობა გაუქმდა და მიმდინარე 6 წელს ის 10 გადაფარავს, მაგრამ თუ იმ დანაშაულებს გავიხსენებთ, რაც ამ მტარვალს აქვს ჩადენილი, 6 წელი კი არა, არავის გაუკვირდება თუ უვადო პატიმრობაზეც გავა ბრალდებული პატიმარი“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.