„არჩევნები გასცემს პასუხს ყველა კითხვას აშშ-შიც და საქართველოშიც", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, გადაცემა „პოლიტიკაში" განაცხადა.
„ამერიკაში ვიყავი დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე. იქ იყო NDI-ს ყველა ხელმძღვანელი. საუბარი იყო იმაზე, რომ CNN-მა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. CNN-ის კვლევის შედეგებით, ჰილარი კლინტონს აღმოაჩნდა 65%-იანი უარყოფითი დამოკიდებულება მოსახლეობის მხრიდან. როდესაც ეს კითხვა დაუსვეს NDI-ს ხელმძღვანელებს, მათი პასუხი იყო ასეთი - იცით, სხვა კვლევებიც ტარდება, არჩევნებამდე დიდი დროა, დაველოდოთ მოვლენებსო",- განაცხადა უსუფაშვილმა.
კითხვაზე, როგორ აფასებს ჰილარი კლინტონის შანსებს, უსუფაშვილმა წინასწარი პროგნოზისგან თავი შეიკავა.
„შანსებზე ვერაფერს გეტყვით, საინტერესო საარჩევნო რბოლა გველის. რაიმეს თქმა ახლა გადაწყვეტით, ნაადრევია. არჩევნები გასცემს პასუხს ყველა კითხვას აშშ-შიც და საქართველოშიც", - აღნიშნა უსუფაშვილმა.