logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, ყველა უფლება უზრუნველყოფილი იყოს
- +

14 ნოემბერი. 2021. 15:13

 

 

„დემოკრატიულ სახელმწიფოში, შეკრების თავისუფლება უზრუნველყოფილია, მათ შეუძლიათ, ეს გააგრძელონ, მაგრამ ყველაფერი კანონისა და სამართლის ჩარჩოებში უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, ყველა უფლება უზრუნველყოფილი იყოს.

 

„რეალურად, საზოგადოებაში არსებობს უსამართლობის განცდა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაჟღერებული მოთხოვნები, რომლებსაც, შეიძლება, ფართო მხარდაჭერა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, დემოკრატიულ სახელმწიფოში, შეკრების თავისუფლება უზრუნველყოფილია, მათ შეუძლიათ, ეს გააგრძელონ, მაგრამ ყველაფერი კანონისა და სამართლის ჩარჩოებში უნდა მოხდეს. რაც შეეხება, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ მოთხოვნებს; სახელმწიფომ არაერთხელ განაცხადა და კვლავაც აცხადებს, რომ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, ყველა უფლება უზრუნველყოფილი იყოს“, - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner