logo_geo
eng_logo
ხათუნა წიწავა: საავადმყოფოში გადაიყვანეთოო... აბა ახლა სადაცაა ის საკონცერტო დარბაზია?!
- +

14 ნოემბერი. 2021. 15:48

 

 

„2014 წელს ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ხელახლა აღვჭურვეთ, გავარემონტეთ, გავუთანაბრეთ შეძლებისდაგვარად ევროპული ციხის სტანდარტს... ათობით მოშიმშილე პატიმარი გადამიყვანია იქ და გვიმკურნალია“, - ასე გამოეხმაურა პენიტენციური სისტემის პირველადი ჯანდაცვის ყოფილი უფროსი ხათუნა წიწავა იუსტიციის მინისტრზე გაკეთებულ სხვადასხვა შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

 

წიწავა აღნიშნავს, რომ გაოგნებულია იმ კომენტარებით, რაც ისმის რატი ბრეგაძის მისამართით, ვინაიდან აღნიშნულ დაწესებულებაში თავად არაერთხელ გადაუყვანია პატიმრები სამკურნალოდ.

 

„სხვა დღეებში ვერ ვიცლი და ჩამოვსქროლე დილაუთენია... საავადმყოფოში გადაიყვანეთოო... აბა ახლა სადაცაა ის საკონცერტო დარბაზია?! გეთანხმებით 2012 წლამდე როგორი ბუტაფორია იყო ისეთი ნაღდად არაა... 2014 წელს ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ხელახლა აღვჭურვეთ, გავარემონტეთ, გავუთანაბრეთ შეძლებისდაგვარად ევროპული ციხის სტანდარტს... ათობით მოშიმშილე პატიმარი გადამიყვანია იქ და გვიმკურნალია... სისტემიდან, რომ წამოვედი ციხის ცენტრალური საავადმყოფო დავტოვე რომელიც ძალიან მეამაყებოდა და რავი... გაოგნებული ვარ კომენტარებით”, - წერს ხათუნა წიწავა Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner