„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, არავაქცინირებულთა გასაჯაროებულ სტატისტიკას აზიარებს.
„დაარწმუნეთ ყველა ახლობელი, ნათესავი, მეზობელი, თანამშრომელი, ნაცნობი, აბსოლუტურად ყველა, ვისთანაც ხმა მიგიწვდებათ - აიცრან!“, - წერს მამუკა მდინარაძე.