logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენმა და ვანგ იმ სატელეფონო საუბრისას ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის ვირტუალური შეხვედრის მოსამზადებელი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს
- +

14 ნოემბერი. 2021. 17:49

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის ვირტუალური შეხვედრის მოსამზადებელი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართება.

 

შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერს საშუალებას მისცემს განიხილონ თუ როგორ მართონ კონკურენცია იმ სფეროებში, სადაც მათი ქვეყნების ინტერესები იკვეთება.

 

გარდა ამისა, სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ინტერესს ტაივანის სრუტეში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების საკითხში და შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის მხრიდან ტაივანის წინააღმდეგ სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის გამო. მან პეკინს დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდა, რათა სრუტესთან დაკავშირებული საკითხები მშვიდობიანად და ტაივანში მცხოვრები ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად გადაწყდეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner