logo_geo
eng_logo
ვახტან მახარობლიშვილი: მინისტერიალი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართული მხარისთვის, გავუზიაროთ ჩვენი პრიორიტეტები
- +

14 ნოემბერი. 2021. 18:50

 

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალი ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ქართული მხარისთვის, გავუზიაროთ ჩვენი პრიორიტეტები, თუ როგორ უნდა განვითარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა“, - ამის შესახებ ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს ქართული მხარის ხედვასა და პრიორიტეტებზე.

 

„იმისათვის რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ შეინარჩუნოს თავისი ამბიციურობა, მნიშვნელოვანი იქნება მინისტერიალზეც და მომავალ სამიტზეც ხაზი გაესვას მომავალზე ორიენტირებულ გეგმებს. აღნიშნულ კონტექსტში მნიშვნელოვანი იქნება ხელშესახებ პროექტებსა და ინიციატივებზე საუბარი. უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ისეთი პოლიტიკური თემები, როგორიცაა ევროკავშირისადმი სწრაფვის, ევროკავშირში სამომავლო გაწევრიანების აღიარება და დაფიქსირება. ჩვენ გავამახვილეთ ყურადღებას ევროკავშირთან უსაფრთხოების კონტექსტში თანამშრომლობაზე, ევროკავშირის როლის გაძლიერებაზე , საქართველოს და რეგიონის ევროკავშირში დღის წესრიგში შენარჩუნებაზე“, - განაცხადა ვახტან მახარობლიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner