ჟურნალისტი თეონა გეგელია ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „პოლიტიკას" აღარ წაიყვანს. მას სავარაუდოდ, ჟურნალისტი თეა სიჭინავა ჩაანაცვლებს.
გუშინდელი გადაცემის დასრულების შემდეგ, გეგელია მაყურებელს დაემშვიდობა.
„მე გემშვიდობებით", - განაცხადა წამყვანმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გეგელია „იმედის" ვებ-გვერდზე გადადის სამუშაოდ. ხოლო არხის 20:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებას, თეა სიჭინავას ნაცვლად, ჟურნალისტი თამთა გაზაშვილი გაუძღვება.