„მადლიერებით აღსავსე ბატონ კახის „იქ", ალბათ, დახვდა თეატრი, მაგრამ იმ თეატრში თქვენთვის ადგილი ასი წლის შემდეგაც არ იქნება“, - ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალისტ იოსებ ჭუმბურიძის ღია წერილში, რომლის ადრესატი რეჟისორი ნანა ჯანელიძეა.
„ღია წერილი ქალბატონ ნანა ჯანელიძეს
***
ქალბატონო ნანა, წავიკითხე თქვენი პირველი პოსტი.
ჯერ ის ვიკითხოთ, რატომ პირველი?!
აქამდე არაფერს აუღელვებიხართ?!
მაინცდამაინც ელენე ხოშტარიას „ზნეობრივმა გმირობამ" შეგძრათ?!
არც ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივი სიკვდილის შესახებ გსმენიათ?!
არც გოგი ხოშტარიას ღალატზე?!
არც სულხან მოლაშვილის წამებაზე?!
არც სანდროს, ბუტას, გიორგის... უღმერთო მკვლელობაზე?!
***
ზვიადის დროს ფბ, მგონი, არ იყო.
პოსტს ვერ დაწერდით.
ტელევიზია და გაზეთი ხომ იყო?!
თქვენი პროტესტი არ მახსენდება.
არც მერე.
არც ფბ - ში!
***
ასე მგონია, „მონანიებაც" კი არ გინახავთ.
***
თქვენი ერთი ფილმი მომწონს: „ნეტავი, იქ თეატრი არის?"
ფორმის მიგნება და კახი კავსაძე მომწონს.
შეკითხვა ხომ - თავისთავად.
მეც მაწვალებდა ეს კითხვა.
და ახლა სრულიად დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ: მადლიერებით აღსავსე ბატონ კახის „იქ", ალბათ, დახვდა თეატრი, მაგრამ იმ თეატრში თქვენთვის ადგილი ასი წლის შემდეგაც არ იქნება“, - ნათქვამია ჭუმბურიძის წერილში.