logo_geo
eng_logo
ლიკა გამრეკელი: ან გააჩერეთ ეს ავადმყოფები, ან ხალხი გავა და დაამტვრევს თავპირს მაგ თქვენ ოპოზიციას!
- +

14 ნოემბერი. 2021. 20:20

 

 

საზოგადოებრივი მოძრაობა „მარო მაყაშვილის“ დამფუძნებელი ლიკა გამრეკელი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას მიმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„მელიამ ორივე სანაპიროს გადავკეტავთო.

ქვეყანაში კორონაა, საჭმლის და მედიკამენტების მიტანა სჭირდება ხალხს, ქალაქის სხვადასხვა ადგილას, ამიტომ ან გააჩერეთ ეს ავადმყოფები ან ხალხი გავა და დაამტვრევს თავპირს მაგ თქვენ ოპოზიციას!

ვახ დავიღალეეეეეთ, დ ა ვ ი ღ ა ლ ე ე ე ე ე ე ე ე ე ე ე ე ე თ!!!“,  - წერს გამრეკელი.

 

ინფორმაციისთვის, ნიკა მელიას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი მიმართვა გაავრცელა:

 

„ხვალ,15 ნოემბერს, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე ჩვენი აქციებით გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე.

მე მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველ დღე უფრო მწვავე გახდება!

სახლში ჯდომის დრო აღარ არის, თუ გვინდა ქვეყანას ავარიდოთ უბედურება და შემდგომში მრავალწლიანი სამოქალაქო გახლეჩა!

გთხოვთ ყველას, ვისაც ხვალ გაქვთ გადაუდებელი საქმე, არ დაგეგმოთ საავტომობილო გზების გამოყენება ამ საათებში!

რეჟიმი უნდა ვარყიოთ, სანამ არ ჩამოინგრევა!

პ.ს. შემოუერთდით სამართლიან ბრძოლას. გიწვევთ ხვალ აქციებზე და შეკრების ზუსტ ლოკაციებს დღეს საღამოს შეგატყობინებთ!“

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner