logo_geo
eng_logo
დათო ბითაძე: პატივისცემით, ღირსეულად მოექეცით ზოგადად ადამიანებს და არა პერსონალურად გაფეტიშებულ სექტის ლიდერს
- +

14 ნოემბერი. 2021. 20:33

 

 

„პატივისცემით, ღირსეულად მოექეცით ზოგადად ადამიანებს და არა პერსონალურად გაფეტიშებულ სექტის ლიდერს“, - ამის შესახებ დათო ბითაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

 

„ახლა მოიხსენით ეგ ჰუმანური ნიღბები, მორალისტობის საყოველთაო მარაოც გვერდით გადადეთ და წაიკითხეთ ეს:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ღირსება უნდა იყოსო დაცული... არიქა!..

როგორ არის, ეგ მხოლოდ ყოფილებზე ვრცელდება? ახლანდელზე (ან მომავალზე) არა? ანუ ყოფილ პრეზიდენტს აქვს ღირსება და ახლანდელს არა?

იმის გულწრფელობის და ჰუმანურობის არ მჯერა, ვინც სააკაშვილის პირადი მედიამენეჯერის მიერ შეურაცხყოფილი ქალი პრეზიდენტის მიმართ სოლიდარული არ იყო, მეტიც, იზიარებს კიდეც ადამიანის სახედაკარგული გვარამიას სულისკვეთებას და უგულავს ხოლმე პოსტებს.

თუ მიგაჩნია, რომ ქალი პრეზიდენტისადმი #*ლექალას დაძახება ღირსების და პატივის შელახვა არ არის და აპროტესტებ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ კანონიერად უფლების შეზღუდვას, ხარ უღირსი და უთავმოყვარეო, კი, ასეა ეს და არაა საჭირო ენის მოჩლექით საუბარი.

 

P.S. უკაცრავად გაჰეშთეგებული უხამსი სიტყვისთვის, მაგრამ ზუსტად ასე წერდა/ამბობდა სააკაშვილის ნაპროკურორალი პირადი მედიამენეჯერი და ვერ გავაშავწერტილებდი, არაფრის მომტანია ეს ზედმეტი პოლიტკორექტულობა რადგანაც.

 

P.P.S. ღირსება და პატივი აქვს ყველას - ახლანდელსაც და ყოფილსაც, ცოცხალსაც და მკვდარსაც, მღვდელსაც და ურწმუნო მღვდელსაც (?!), უდანაშაულოსაც და დამნაშავესაც (პრეზიდენტი იქნება ეს, თუ ვინმე სხვა), ჰოდა, პატივისცემით, ღირსეულად მოექეცით ზოგადად ადამიანებს და არა პერსონალურად გაფეტიშებულ სექტის ლიდერს, ან მიდი, 1 წუთის წინ გადადებული მორალისტობის მარაო იშიშვლეთ, ისევ მოირგეთ თქვენივე ჰუმანურობის ნიღაბი (რომელიც პოსტის დასაწყისში მოიხსენით) და დაწერეთ კომენტარები: "იცი რაა, მაგრამ"...“, - წერს  ბითაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner