„შიმშილობა, აქციები, ეს არის ყველაფერი შანტაჟი, რომელიც მიმართულია არა რომელიმე პარტიის ან თუნდაც ხელისუფლების, არამედ საქართველოს წინააღმდეგ“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის გეგმა არ შეცვლილა.
„გეგმა არ შეცვლილა. იყო გეგმა, რომ სააკაშვილი ჩამოვიდოდა, არჩევნების დღეს გამოჩნდებოდა, გამოაცხადებდნენ გამარჯვებულად საკუთარ თავსა და შემდეგ დაიწყებოდა დესტაბილიზაციის შეუქცევადი პროცესი. ეს გეგმა არ გამართლდა.
ახლა სხვა მეთოდს მიმართეს. ეს არის მუდმივი აქციები და ამას დაემატა შიმშილობა, ვინაიდან ვერც აქციებმა აჩვენა ის შედეგი, რომელსაც მოელოდნენ. შიმშილობა, აქციები, ეს არის ყველაფერი შანტაჟი, რომელიც მიმართულია არა რომელიმე პარტიის ან თუნდაც ხელისუფლების, არამედ საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.