logo_geo
eng_logo
ერევანი-თბილისი- ბათუმის მატარებლის უფროსი და გამცილებელი დააკავეს
- +

30 ივლისი. 2016. 11:10


 


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული, აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე, დიდი ოდენობით, ჯგუფურად რეალიზაციის ფაქტზე, ერევანი-თბილისი-ბათუმის მატარებლის უფროსი გერასიმ ავეტისიანი და ამავე მატარებლის გამცილებელი გეხამ კოსემიანი დააკავა.

 

გამოძიები დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ერევანი-თბილისი-ბათუმის მატარებლით, საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად და მალულად შემოჰქონდათ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის რეალიზაციას ქალაქ ბათუმში სხვადასხვა მოქალაქეზე ახდენდნენ. საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი ასეთი რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა და ბრალდებულები, 1000 კოლოფი „ვინსტონისა" და „ქემელის"  მარკის უაქციზო სიგარეტი რეალიზაციის დროს დააკავა.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner