logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: წარმოუდგენელია ისე გეზიზღებოდეს შენი ხალხი და ქვეყანა, რომ ქველმოქმედებას, რომელიც ბუნებაზე ზრუნავს, ადგილობრივებს ასაქმებს აუგად მოიხსენიებდე და შავ პიარს უძღვნიდე
- +

14 ნოემბერი. 2021. 22:09

 

 

„თუკი არ გეზიზღება შენი ხალხი და ქვეყანა, ის ბუნება სადაც ცხოვრობ, როგორ უნდა გაბედო და თავში მოგივიდეს მუქ ფერებში გააშუქო და აპოკალიფსად წარმოაჩინო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, რომელიც წითელ წიგნში შესულ კოლხური ხოხბის გაშენებას გულისხმობს?“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სხვადასხვა ოპოზიციური ტელევიზიების მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს ბიძინა ივანიშვილის ახალ ქველმოქმედებაზე.

 

„ალბათ ბევრს უკვირს, თუ როგორ შეძლო მოქმედმა ხელისუფლებამ, რომ ამდენი წელია ხალხის ნდობას იმსახურებს და არჩევნებს არჩევნებზე იგებს. ამას სხვა ბევრთან ერთად ერთი ფუნდამენტური მიზეზი აქვს, მეორე მხარეს დგას ბოროტება, დგას ბოროტი ძალა, რომელსაც ეზიზღება ქართველი ხალხი და საქართველო, ეროვნული ღირებულებები, ჩვენი რწმენა და ტრადიციები. სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ის, რომ ამდენი წელია უტიფრად აგრძელებენ შავზე თეთრის მტკიცებას, შენების ნგრევად, ქველმოქმედების ძარცვად წარმოჩენას

 

. თუკი არ გეზიზღება შენი ხალხი და ქვეყანა, ის ბუნება სადაც ცხოვრობ, როგორ უნდა გაბედო და თავში მოგივიდეს მუქ ფერებში გააშუქო და აპოკალიფსად წარმოაჩინო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, რომელიც წითელ წიგნში შესულ კოლხური ხოხბის გაშენებას გულისხმობს? წარმოუდგენელია ისე გეზიზღებოდეს შენი ხალხი და ქვეყანა, რომ ქველმოქმედებას, რომელიც ბუნებაზე ზრუნავს, რომელიც ადგილობრივებს ასაქმებს და შემოსავლებს უზრდის აუგად მოიხსენიებდე და პარტიული ტელევიზიის სიუჟეტებს, შავ პიარს უძღვნიდე. წარმოუდგენელია ჯანსაღმა საზოგადოებამ ასეთ ფაქტებზე რეაქცია არ გამოხატოს და აგრესია არ გაუჩნდეს კონკრეტული ტელევიზიის, ამ ტელევიზიის დამკვეთებისა თუ ჟურნალისტებად გადაცმული პარტიული აქტივისტების მიმართ. თუკი საზოგადოება ჯანსაღია, მან რაიმე უნდა მოიმოქმედოს, რათა მსგავსი ცილისწამებისა და სიცრუის კამპანიას ბოლო მოეღოს, გაჩნდეს ქვეყანაში ევროპული ტიპის მექანიზმები, რათა მედიაში გამეფებული აღვირახსნილობა დასრულდეს“, - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner