„ბატონი ბიძინა რომ იყო ამოსული ბოლო ლოკაციის მოსანახულებლად, სადაც ბოლო იმყოფებოდა პრეზიდენტი, მერე თვითონ გადაწყვიტა, რომ სახლის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად აეშენებინა ეკლესია. აქედან რამდენიმე ასეულ მეტრში მუნიციპალიტეტსა და სოფელს საბავშვო ბაღი გაუკეთა და ასევე სკოლა. ეს ყველაფერი ზვიადის სახელს დაუკავშირა და თქვა კიდევაც, რომ ამას, ჩათვალეთ ზვიადი გიკეთებთ, მე არ გიკეთებთო“, - ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.