რატი იონათამიშვილის კოლეგა დეპუტატების შიმშილობის საკითხს გამოეხმაურა. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქამდეც არ იღებდნენ მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში.
„ნაციონალური მოძრაობა“ ჩაერთვება თუ არ ჩაერთვება საპარლამენტო ცხოვრებაში, ეს ხელს ვერ შეუშლის იმას, რომ საპარლამენტო საქმიანობა განვითარდეს და ჩვენ მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი მოქალაქეებისთვის. როგორც ჩანს, ამ ადამიანებს იმის რესურსი არ აქვთ, რომ საგნობრივად ჩაერთონ {პარლამენტის მუშაობაში} ან საერთოდ სხვა ინტერესები აქვთ, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებთან არ არის თანხვედრაში. ეს არის მათი სახე და ვინც ასე უპასუხისმგებლოდ ეკიდება სახელმწიფო მნიშვნელობის პროცესებს, ცხადია, მათ პოლიტიკაში პერსპექტივა არასოდეს ექნებათ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
პარლამენტის 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მიზნით შიმშილობა გამოაცხადა.