logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: როდესაც სააკაშვილი შიმშილობს, სინამდვილეში ეს პროტესტი კი არ არის, ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არ ინანიებს იმ დანაშაულებს, რაც ჩადენილი აქვს და სურს, რომ სასჯელი აიცილოს
- +

15 ნოემბერი. 2021. 01:24

 

 

„როდესაც სააკაშვილი შიმშილობს, სინამდვილეში ეს პროტესტი კი არ არის, ჩემთვის ეს კიდევ უფრო დანაშაულებრივი ნაბიჯია. ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არ ინანიებს იმ დანაშაულებს, რაც მას აქვს ჩადენილი და სურს, რომ სასჯელი აიცილოს“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

 

„გირგვლიანის საქმეში მან ბოროტად გამოიყენა საკუთარი თანამდებობა და შეეცადა დაეფარა დანაშაული. ჩვენ გვახსოვს, რომ ამ საქმეში ისეთი მძიმე საკითხებიც არის, როგორიც მაგალითად, მხოლოდ კომფორტის შექმნა იმ ოთხი ადამიანისთვის, ვინც ეს დანაშაული დაკვეთით ჩაიდინა. შეშფოთებული იყო ევროპული სასამართლო იმით, სახელმწიფოს სისტემა როგორ მუშაობდა ჯერ ამ დანაშაულის ჩადენისა და შემდგომ მისი დაფარვისთვის. ვინც ამ სისტემას ედგა სათავეში, როგორც ჩანს, ამ შიმშილობით გვეუბნება, რომ ის არ ნანობს ამ დანაშაულს. მეტიც, არ მიიჩნევს, რომ დანაშაული ჩაიდინა და თურმე, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ვაპატიოთ. ჩემი აზრით, ეს ამორალური პოზიციაა და როდესაც უკვე სხვა ადამიანები მისი გულისთვის იწყებენ შიმშილობას, ესეც მიუღებელია. ცხადია, ამას სინამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვს ჯანსაღ პროტესტთან, პირიქით ეს არის დესტრუქციის მცდელობა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner