logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე სააკაშვილზე: მსოფლიოში ვერ იპოვით პრეცედენტს, რომ მსგავს შიმშილობას ასახავდეს
- +

15 ნოემბერი. 2021. 01:37

 

 

„მსოფლიოში ვერ იპოვით პრეცედენტს, რომ მსგავს შიმშილობას ასახავდეს - პირი იღებს ღვიძლის პაშტეტს, პიურესა და კიდევ აცხადებს, რომ ის შიმშილობს“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს და ეს შიმშილობის არცერთი ფორმა არაა, რაც კი კაცობრიობამ იცის.

 

„რას ნიშნავს, ექიმი უნიშნავს?! თუ რაიმე აქვს გაკეთებული, ოპერაცია ან სხვა რამ, შესაძლოა, გარკვეული დიეტა ჰქონდეს ექიმისგან დანიშნული, მაგრამ ჩვენ ამაზე ხომ არ ვსაუბრობთ, ჩვენ შიმშილობაზე ვსაუბრობთ. არის თუ არა ეს შიმშილობის ფორმა. ამაზე არსებობს ცალსახა პასუხი, რომ ეს შიმშილობის ფორმა არ არის და არც მარხვის ფორმა, როგორც ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა განაცხადა. ხბოს ღვიძლის პაშტეტი არ შედის არც მარხვაში და არც შიმშილობაში. ასევე, ის პაშტეტები და ძვირად ღირებული ფაფები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და რომელსაც ის იღებს. ასეთი სახის შიმშილობა არ არსებობს. ამიტომ, ამაზე საუბარი უნდა მოიხსნას, არის თუ არა ეს შიმშილობა და გადავიდეთ იმაზე, რომ მას აქვს მოთხოვნა, განთავსდეს სამოქალაქო საავადმყოფოში“, - განაცხადა კაკაბაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner