სასამართლო მედიცინის კრიმინოლოგიური ფსიქიატრიის ჯგუფის ექსპერტმა ნინო ჭელიძემ ევროპის ციხეებში არსებულ ვითარებაზე გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. ჰოლანდიაში მომუშავე ექსპერტმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან გაავლო პარალელები.
„ევროპაში, თუ პატიმარი შესაბამის განყოფილებაში გადაყვანაზე ძალიანდება, ბადრაგიც და კლინიკის ხელმძღვანელობაც ყველა ძალას ხმარობენ, რომ ის მაინც მიიყვანონ იმ წერტილამდე, სადაც მას მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს - ყველა ექიმისთვის მთავარია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა“, - აღნიშნა მან.