logo_geo
eng_logo
ჯონდი ბაღათურია: ოპოზიციური ძალების გაერთიანება მართებული ინიციატივაა
- +

7 მარტი. 2016. 12:56


„ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ოპოზიციური ძალების წინასაარჩევნოდ გაერთიანებას მიესალმება. ამის შესახებ ბაღათურიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსის" იდეას მიესალმება, თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია, რომ გარკვეული საკითხები დაიხვეწოს და იყოს მეტი კონკრეტიკა.


„ეს ძალიან საინტერესო და მართებული ინიციატივაა. თუმცა, დეტალების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება კონკრეტიკას, მონაწილე სუბიექტებს და ფორმატს. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ მხარს ვუჭერ კონსოლიდირებულ ოპოზიციას", - განაცხადა ბაღათურიამ.


რაც შეეხება ვადებს, ბაღათურიას თქმით, არჩევნებამდე საკმარისი დროა დარჩენილი, რათა ოპოზიციურმა ძალებმა მოასწრონ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე ჩამოყალიბება და შემდეგ უკვე გაერთიანება.


„არჩევნებისთვის ეს ყველაფერი დაგვიანებული არაა. სავსებით შესაძლებელია, რომ ყველაფერი მოესწროს, თუკი უახლოესი დღეების მანძილზე შევძლებთ და შევთანხმდებით სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ რა სუბიექტებისგან შეიძლება შედგეს ფართო კოალიცია", - განაცხადა ბაღათურიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner