ჰაკერებმა კომპიუტერული პროგრამა გატეხეს, რომელსაც ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბი იყენებდა. ინფორმაციას „BBC" ავრცელებს.
„მონაცემთა დამუშავების პროგრამა, რომელსაც დემოკრატიული პარტიის შტაბი იყენებდა, ჰაკერებმა გატეხეს. ეს იყო ნაციონალური კომიტეტის სერვერებზე თავდასხმის ნაწილი", - განაცხადა კლინტონის პრესმდივანმა ნიკ მერილმა.
„New York Times"-ის ინფორმაციით კი, თავდასხმის უკან, შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ.
ფაქტს გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იძიებს.