logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: არ მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტს წარმოდგენა არ აქვს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს
- +

30 ივლისი. 2016. 11:23



„არ მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტს წარმოდგენა არ აქვს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს", -ასე გამოეხმაურა შს მინისტრის მოადგილე, „ქართული ოცნების" წევრი არჩილ თალაკვაძე  NDI-ის კვლევის შედეგს, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის 57%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რომელ პარტიას მისცემს ხმას 8 ოქტომბერს.


„ვერ დავეთანხმები ამ შეფასებას, ის არის ძალიან ცალმხრივი, არ მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტს წარმოდგენა არ აქვს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს. ვფიქრობ, რომ გარკვეული პროცენტი მართლაც არის ასეთი, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ ბევრმა ადამიანმა ჯერ არ უპასუხა ამ კითხვას, იმიტომ, რომ დროა დარჩენილი, პროგრამები არ უნახავთ და ამასთან, მათ არ აქვთ დიდი ნდობა კვლევითი ორგანიზაციების მიმართ, ასე რომ, ნუ გაგვიკვირდება, თუ ყველა მოქალაქემ არ უპასუხა, თუ ვის აძლევს ხმას. ასევე ცოტა არასერიოზულად მიმაჩნია, როცა რომელიმე პარტია ამბობს, რომ „გადაუწყვეტელი ამომრჩეველი" მთლიანად მისია - ეს ასე ვერ იქნება.

 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სეგმენტთან ძალიან ბევრს ვიმუშავებთ. ძალიან ძლიერი პროგრამა გვაქვს დამუშავებული, ბევრი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი და გვყავს ძალინ კარგი განახლებული გუნდი, რომელიც მოახერხებს, რომ ადამიანებთან მიიტანოს ის, რის გაკეთებასაც ჩვენ ვგეგმავთ", -განაცხადა თალაკვაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner