საბიუჯეტო თანხების მითვისების საქმეზე ბრალდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს 11:00 საათზე გაიმართება.
სააკაშვილის უფლებადამცველების ინფორმაციით, პატიმარი მზად არის დანიშნულ პროცესს დაესწროს. ადვოკატები განმარტავენ, რომ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ყველანაირი სამართლებრივი პროცედურული საფუძველი არსებობს.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა გამოაცხადა. 6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. 8 ნოემბერს სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.