logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: გადაკეტო თბილისის ცენტრალური არტერია, მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები, ამორალურია!
- +

15 ნოემბერი. 2021. 11:45

 

 

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„იმის გაფიქრებაც კი, რომ გადაკეტო თბილისის ცენტრალური არტერია, მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები, ამორალურია, ხოლო გადაკეტვის მცდელობა, მასობრივი მკვლელობების მცდელობაა.

 

სხვა მოსაზრება შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ პროპაგანდით და სიძულვილით დაბრმავებულებს.

 

თუ მოახერხებენ და შესძლებენ  სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევას, უნდა იცოდეს თბილისის მოსახლეობამ ვის გამო დაიგვიანებს დღეს სასწრაფო დახმარება, ან სახანძრო ეკიპაჟები.

 

თუ ხანძარი ყოველ დღე არ ხდება, სასწრაფოს მომსახურება, ყოველდღიურად, ასობით თანამოქალაქეს სჭირდება. პანდემიის პირობებში კი, მსგავს საბოტაჟს, გაცილებით მწვავე შედეგები ექნება.

 

რომც გადაიფიქრონ, ან სამართალდამცავებმა აღკვეთონ, ამორალური განცხადება და განზრახვა უკვე გაკეთებულია. ეს მათთვის, ვისაც შუაში დგომა სურს, ან ვინც ხელისუფლებაზე განაწყენებულმა ხუთიანი შემოხაზა. ახალი პოლიტიკური სუბიექტებია საჭირო.

 

კიდევ ერთი. როცა უზარმაზარი ფინანსური და მედია რესურსების მქონე პოლიტიკურ სუბიექტს, არ შესწევს უნარი სამართლებრივ სივრცეში, როგორც ადგილობრივ, ასევე ევროპის სასამართლოებში დაიცვას თავისი ინტერესები, მეტყველებს ერთზე, ბრალდებები უტყუარია და არგუმენტირებულია. ამიტომ რჩება ერთადერთი გზა - დესტრუქცია“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner