ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე, სამუშაო ჯგუფებს შორის, უკვე ორი სამუშაო შეხვედრა შედგა და ეს პროცესი გაგრძელდება.
„უახლოეს პერიოდში, კიდევ იქნება შეხვედრები. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კომპანიასთან სეთანხმება მიიღწეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე. ვხედავთ შემხვედრ სურვილსაც. ამ ეტაპზე, თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება, ისე - მათი პროექტიდან გასვლა, გარკვეული პირობებით. ორივე შემთხვევაში, ეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს. ამაზე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.