logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: 2005-2007 წლებში, როდესაც ეკონომიკა საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა, სიღარიბე 39-40%-ს აღწევდა, 2018-2021 წლებში კი, პანდემიის მიუხედავად, სიღარიბის დონე 19-21% იყო
- +

15 ნოემბერი. 2021. 12:30

 

 

 

„ინფლაცია არის პრობლემა. ამას არ გავურბივართ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პანდემიამ დატოვა ეს პრობლემა. თუ შევხედავთ მსოფლიოში ინფლაციის დონეს, ყველგან იზრდება, მაგრამ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს არის მეტად მტკივნეული და ამით არის განპირობებული თუნდაც ის ინიციატივა, რომელიც მედიკამენტებზე ფასების დარეგულირებას ეხება, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელზე ისაუბრა.

 

„2005-2007 წლებში, როდესაც ეკონომიკა საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა, სიღარიბე 39-40%-ს აღწევდა. 2018-2021 წლებში, პანდემიის მიუხედავად, სიღარიბის დონე იყო 19-21%. თავად ხედავთ რამხელა სხვაობა არის ამ მიმართულებით. იმიტომ რომ ეს არის ზრდა არა მხოლოდ ზრდის მიზნით, არამედ გახდა მეტად ინკლუზიური, იმისთვის რომ ზრდის სიკეთე მოხმარდეს მთლიანად მოსახლეობას. როგორ ხდება ეს? გვაქვს მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს არ არის თვითმიზანი. მიზანი არის, რომ გაზრდილი ეკონომიკიდან მეტი გადასახადი შემოვიდეს და ბიუჯეტიდან მეტი სოციალური და ბიზნეს პროექტი დაფინანსდეს. ეს არის ამი მექანიკა, თორემ ის, რომ პრობლემები არსებობს, ამას თვლას უსწორებთ და ამის აღმოფხვრაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა თურნავამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner