logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ეჭვი არ გვეპარება, რომ წლევანდელი წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება
- +

15 ნოემბერი. 2021. 12:32

 

 

 

„დღეს სტატისტიკის სამსახურმა საგარეო ვაჭრობის ოქტომბრის თვის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საკმაოდ დადებითია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 31,4%-ით არის გაზრდილი“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისივე თქმით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში ექსპორტის ზრდამ იმპორტის ზრდას გადააჭარბა.

 

„თუ ექსპორტი გაიზარდა 31,4%-ით, იმპორტის ზრდა არის მხოლოდ 24%. ამას აღვნიშნავთ იმიტომ, რომ პირველი შედეგები გამოიღო უკვე ჩვენმა პოლიტიკამ, რომელიც ორიენტირებულია იმპორტის ჩანაცვლებაზე და ექსპორტის წახალისებაზე. ექსპორტის ზრდა არის დიდი შემომატინი ეკონომიკურ ზრდაში და ეჭვი არ გვეპარება, რომ წლევანდელი წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება. აქვე ვიტყვი, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა გადავწყვიტეთ და უკან მოვიტოვეთ, მაგრამ ეს არის ძალიან საფუძველი იმისა, რომ მივაღწიოთ სიღარიბის დაძლევას და მეტი სამუშაო ადგილები შევქმნათ ჩვენი პროგრამების მეშვეობით“, - განაცხადა თურნავამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner