სირიაში, იდლიბის პროვინციაში მდებარე სამშობიაროზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქმელმოქმედო ორგანიზაცია, „Save The Children"-ზე დაყრდნობით დასავლური მედია ავრცელებს.
დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის არიან პაციენტებიც და საავადმყოფოს თანამშრომლებიც. ამ დროისთვის მათი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საავადმყოფო რეგიონში უმსხვილესია, რომელიც დღეში 300-მდე პაციენტს იღებდა. არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ ვინ განახორციელა ავიადარტყმა.
სირიაში შეიარაღებული დაპირისპირება 2011 წლიდან მიმდინარეობს, გაერო-ს ოფიციალური მონაცემებით, კონფლიქტს 280 000 -ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.