საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ მონღოლეთის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე ესწრებოდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ირაკლი კოვზანაძემ სტუმრებს რეფორმების კუთხით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა, მათ შორის საბიუჯეტო და საბანკო სფეროში. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ ხაზი გაუსვა საფინანსო სფეროში ქვეყნისთვის იმ რეფორმების მნიშვნელობას, რომელმაც საფინანსო სექტორის მდგრადობა განაპირობა.
მათ შორის, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, საპენსიო რეფორმა, კომერციული ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შემოღება, კანონი „საინვესტიციო ფონდების“ შესახებ, არაპროფილური აქტივების გამიჯვნა, და ა.შ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ლიცენზირების და ნებართვების თემასაც. სტუმრები დაინტერესდნენ როგორ ხდება საქართველოში ამ საკითხის რეგულირება. ითქვა, რომ მონღოლეთში, სხვადასხვა სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარებას გეგმავენ.