ერევანში, პოლიციის განყოფილების შენობაში გამაგრებული შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა სამართალდამცველი დაჭრეს.
როგორც „BBC" იტყობინება, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პოლიციის პრესსამსახურის უფროსი აშოტ აღარონიანი ავრცელებს. მისივე ცნობით, წუხელ შენობის მიმდებარედ დემონსტრაცია იმართებოდა, რა დროსაც აქტივისტების ნაწილმა განყოფილების შენობაში შეღწევა სცადა. ამ დროს შენობაში გამაგრებული ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიჭრა.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ შემთხვევის შედეგად დაშავებულია 4 სამართალდამცველი.