logo_geo
eng_logo
ვახტანგ ჭარაია: საქართველოს სავაჭრო ბალანსის ისტორიაში ერთ-ერთი პოზიტიური წელია სავაჭრო დეფიციტის სიმცირის კუთხით, რომელიც ამ ეტაპზე 40.2 პროცენტს შეადგენს
- +

15 ნოემბერი. 2021. 15:05

 

 

 

„2021 წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 31.4 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 411 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებელმა 28.6 პროცენტით გაუსწრო პრეპანდემიური 2019 წლის ოქტომბრის მონაცემებს, რაც კრიზისის დაძლევის სიმპტომადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. რაც შეეხება იმპორტს, ის ოქტომბერში 24 პროცენტით გაიზარდა და 904 მილიონი დოლარი შეადგინა“, - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ.

 

მისი თქმით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11.3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდს 23 პროცენტით აღემატება და უდავოდ დადებითი ტრენდია. მოცემული პერიოდის საგარეო ვაჭრობაში ექსპორტი - თითქმის 3.4 მილიარდ დოლარს (24.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7.9 მილიარდ დოლარს აღემატებოდა (22.3 პროცენტით მეტი).

 

„საქართველოს სავაჭრო ბალანსის ისტორიაში ერთ-ერთი პოზიტიური წელია სავაჭრო დეფიციტის სიმცირის კუთხით რომელიც ამ ეტაპზე 40.2 პროცენტს შეადგენს. სავაჭრო ბრუნვის მოცემულ პოზიტიურ შედეგებს შემდეგი გაუმჯობესებისათვის აუცილებლად სჭირდება, როგორც კოვიდ, ასევე პოლიტიკური სტაბილურობა. საახალწლოდ ქვეყანას აქვს პოტენციალი გააუმჯობესოს არსებული პარამეტრები ტურიზმის და მისგან წამოსული ჯაჭვური რეაქციის ხარჯზე, თუმცა ამას მინიმუმ სწორედ ის ზემოთ ხსენებული მინიმუმ ორი პუნქტის შესრულება ესაჭიროება - კოვიდ და პოლიტიკური სტაბილურობა,“ - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner