logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე: 6 წელი კი არა, უვადო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ ამ ბოროტ დამნაშავეს
- +

15 ნოემბერი. 2021. 15:29

 

 

„6 წელი კი არა, უვადო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ ამ ბოროტ დამნაშავეს. იმედია მალე იქნება გამოძიებული ყველაზე მძიმე დანაშაული, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიების რუსეთისთვის ჩაბარება ჰქვია და ადეკვატური სასჯელით შეფასდება მისი ღალატი!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს.

 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ნაცვლად იმისა, რომ სააკაშვილმა თავდახრილმა მოიხადოს სასჯელი, ჩადენილი დანაშაულებისთვის კიდევ დიდი გულზეა.

 

„ოქროს ბეჭდები, ძვირადღირებული ტელეფონი შვილისთვის, ბოტასები სასაჩუქრედ, კულონები, ძვირფასეულობა... ეს ყველაფერი სახელმწიფოს ხარჯზე, თან საიდუმლო გრიფით. აი ამ საქმეს დაარქვეს ნაცებმა „პიჯაკების და ქიშმირის პალტოს“ საქმე. კიდევ ერთი დასტური მათი უტიფრობის და უსინდისობის. მხოლოდ აი ამ დანაშაულის გამო, ნაცვლად იმისა რომ ბოდიში მოიხადოს და თავდახრილმა მოიხადოს მინიმალური სასჯელი, კიდე დიდ გულზეა ბელადი. 6 წელი კი არა, უვადო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ ამ ბოროტ დამნაშავეს. იმედია მალე იქნება გამოძიებული ყველაზე მძიმე დანაშაული, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიების რუსეთისთვის ჩაბარება ჰქვია და ადეკვატური სასჯელით შეფასდება მისი ღალატი!“ - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner