logo_geo
eng_logo
ნატომ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის მინისტერიალზე მიიწვია
- +

15 ნოემბერი. 2021. 15:41

 

 

ნატომ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის მინისტერიალზე მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„მადლობას გიხდით ნატოს მოკავშირეების გადაწყვეტილებისთვის, რომ მე და ჩემი ქართველი კოლეგა რიგაში, ნატოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად მიგვიწვიეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

ნატოს მინისტერიალი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ლატვიის დედაქალაქ რიგაში 30 ნოემბერს გაიმართება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner